რეზონანსი
26.05.2026

მიხარია, რომ დღეს ამ რაოდენობით ხალხი გამოვიდა, რათა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება, პირველ რიგში, 26 მაისის მიმართ და ამავე დროს, დააფიქსიროს პროტესტი და წინააღმდეგობა ანტიდასავლური, ანტიევროპული და პრორუსული კურსის მიმართ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.

გამყრელიძის თქმით, ძალიან სამარცხვინო იყო ხელისუფლების საქციელი, როდესაც შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა.

"26 მაისი არის საოცარი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც აბსოლუტურად ყველასია. ძალიან სამარცხვინო იყო ის საქციელი, როდესაც ხელისუფლება შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც დღევანდელი კურსი და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა. იყო მუქარა, იყო ხელის შეშლა თუნდაც აპარატურის განთავსებასთან დაკავშირებით. რატომღაც ყველა ხელისუფლების სენია, რომ მიითვისონ და ყველა მთავარი სიმბოლოს პრივატიზება გააკეთონ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო არის 26 მაისი. 26 მაისს ვერავინ ვერ მიითვისებს - ეს დღე ქართველი ხალხის საკუთრებაა, ეს დღე ყველასია - ჩვენია", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×