რეზონანსი
26.05.2026

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორები აპარატურის გამოყენებას პარლამენტთან პოლიტიკური გამოსვლების უზრუნველყოფისთვის გეგმავენ, ვინაიდან მათ ადგილზე სცენის მონტაჟის შესაძლებლობა არ მისცეს.

რაც შეეხება თავად მსვლელობას, მასში მონაწილეობას იღებენ "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრებიდა რიგითი მოქალაქეები.

როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა სცადეს რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციებისშეტანა, თუმცა ამია საშუალება მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×