რეზონანსი
26.05.2026

ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო? - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს.

გამსახურდიას თქმით, სანამ აშშ-ის  სათავეში დონალდ ტრამპი და მისი გუნდია, ქართული ოპოზიციისთვის თეთრი სახლის კარი დახურულია.

“მძინარე ჯოს და კამალა ჰარისს თუ მიაწვდენთ ხმას, მიუნჰაუზენი ვილსონის მეშვეობით ისიც...

ან ჩემი ლეგიტიმური ნათლიაზე მითხოვილი ქალი მოიხმარეთ, ან კიდევ რაღაცა სხვა ქენით.

ჩარაზულია თქვენთვის კარგა ხანი, თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპია და მისი გუნდი სათავეში, შეუშვით ეგ თქვენ ლაყე თავებში, ერთი წელზე ცოტა მეტია მაგას გეუბნებით,” - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×