რეზონანსი
26.05.2026

ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელიც შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დააკავა, ბრალის ოფიციალურ წარდგენას დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. 

ამ დროისთვის უცნობია აღიარებს თუ არა ბაღის აღმზრდელი დანაშაულს. 

ბავშვის ბებია "პირველებს" გვიყვება, რომ დაზიანებები რამდენჯერმე შენიშნეს და ამის შესახებ ბაღის დირექტორს აცნობეს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია. ბებიის თქმით, მათთვის ისეთივე დამნაშავეა ბაღის დირექტორი, როგორც ის აღმზრდელი, რომელიც დააკავეს. 

დედამ გამოიყვანა დაჩი და შეამჩნია დაზიანება კისრის არეში. ამის შემდეგ დაფიქსირდა 6-ჯერ, რა თქმა უნდა, პირველივე შემთხვევიდან მოყოლებული დედა ატყობინებდა ბაღის დირექტორს, ანი ჯოუბორდს ამის შესახებ და სთხოვდა კამერები ენახათ და გაერკვიათ რა სჭირდა ბავშვს, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ არცერთხელ. ფაქტი კამერაშიც ჩანს, რომელიც არის დაფიქსირებული და რომელიც პოლიციამ გახსნა და უკვე რომ ნახა ეს ფაქტი, იქ ჩანს, რომ ბავშვი თვითონ არ ეპუება და ეწინააღმდეგება და ამიტომ უფრო მეტი მოხდა. 

ამ ბოლო შემთხვევის შემდეგ, პოლიცია რომ ჩაერთო, ეს ქალბატონი დღეს-დღეობით დაკავებულია. ჩვენთვის თანაბრად დამნაშავეა ეს ბაღის დირექტორი, რომელიც პირველივე დღიდან იყო საქმის კურსში," - ამბობს ბავშვის ბებია "პირველებთან". 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით საბავშვო ბაღის აღმზრდელი გუშინ, 25 მაისს დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×