რეზონანსი
26.05.2026

თბი­ლის­ში, ერთ-ერთი კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლი მცი­რე­წლო­ვან აღ­საზ­რდელ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე ამო­ი­ღეს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ადას­ტუ­რებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდელ­მა, მცი­რე­წლო­ვან აღ­საზ­რდელ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა დას­ტურ­დე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×