რეზონანსი
24.05.2026

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ საქართველოშიც გრძელდება გარე ძალებისგან შუღლის გაღვივების მცდელობა.

„გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. ესეც არის საქართველოს სუვერენიტეტისადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესში. მათ სურთ პერმანენტული სამოქალაქო ომის სიტუაცია, პერმანენტული დაპირისპირება და პერმანენტული პოლარიზაცია", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×