
„მიეცით წამალი ბავშვებს" - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეენი მთავრობის ადმინისტრაციასგან მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და მხრდამჭერებს შეუერთდნენ. ადგილზე სიტყვით გამოვიდნენ მშობლები და ასევე ის სტუდენტები, რომლებმაც ბავშვების დასახმარებლად მარათონი წამოიწყეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
ადგილზე აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: ,,ეს რომ შენი შვილი იყოს", ,,წამალი ბავშვებს" და ა.შ.
მშობლები ხელისუფლებას იმ წამლის ქვეყანაში შემოტანას სთხოვს, რომელიც, მათივე თქმით, დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
უკვე ერთ თვეზე მეტია, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან წამლის შემოტანას მოთხოვნით უწყვეტ აქციას მართავენ და ადგილზე ღამესაც ათენებენ.