რეზონანსი
24.05.2026

„მიეცით წამალი ბავშვებს" - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება.

მსვლელობაში, პაციენტების მშობლები და ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ვინც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას უჭერს მხარს.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერიანი ბანერებით მიემართებიან.

მშობლების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან, გააგონონ ხმა ხელისუფლებას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკვე ერთ თვეზე მეტია, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.

მშობლების აქციებს რიგითი მოქალაქეებიც ურთდებიან, ხოლო ილიაუნის სტუდენტებმა დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მარათონი წამოიწყეს, რის შედეგადაც უკვე 1 600 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს ათეულობით კომპანია, მათ შორის გამომცემლობები, უნივერსიტეტები და კლინიკები შეუერთდა. შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×