რეზონანსი
24.05.2026

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ბერძენი ქალის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 40 წლის კაცს ბრალად განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, იარაღის უკანონო ტარება და სხვისი ქონების მითვისება ედება.

გამოძიების ვერსიით, შემთხვევა ავტომობილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ მანქანა ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობის დროს კი ქალ მძღოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავა. ჩხრეკისას მასთან დაახლოებით 1500 ევრო აღმოაჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×