რეზონანსი
24.05.2026

თურქეთის სპეცწარმომადგენელი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის აღდგენის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი პოსტი სერდარ კილიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

​„ახალი ნაბიჯი პირდაპირ ვაჭრობის მიმართულებით თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ვუსურვებ წარმატებას და კეთილდღეობას ყველა ამ ქვეყანას“, - აცხადებს სერდარ კილიჩი.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხური პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის, აზერბაიჯანის მიმართულების შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×