რეზონანსი
24.05.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში ახალგაზრდების მიერ დასახელდა.

„ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის, შესაბამისად, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ აქ ვხედავთ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც არიან დაინტერესებულები, რომ გაგვიზიარონ სხვადასხვა მოსაზრებები, ასევე, გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მათ რეგიონში აქვთ. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს დღევანდელი შეხვედრაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში დასახელდა ახალგაზრდების მიერ“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×