რეზონანსი
24.05.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

მისი თქმით, აღნიშნულმა კონფერენციებმა აჩვენა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად, აზრების თავისუფლად გასაზიარებლად და განსხვავებული შეხედულებების მოსასმენად.

„ვხვდებით ქვემო ქართლელ ახალგაზრდებს. ამ რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა ის, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის“ - განაცხადა შოშიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×