რეზონანსი
23.05.2026

ეს პრობლემა [სიძულვილის ენა] ნამდვილად არის და „იმედის“ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამ პრობლემაზე წყნარი, კომპეტენტური მსჯელობა მოისმინოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დიპლომატმა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ თემებზე სამეცნიერო კონფერენციებია საჭირო.

„არსებობს მეცნიერთა კონგრესი, იქ არიან საოცარი დონის და გამოცდილების მეცნიერები. ინკლუზიურობა ზუსტად ეს არის, იქ სულ სხვა საშუალება იქნებოდა, რომ გვესაუბრა, შეიძლებოდა, თქვენც [ხელისუფლებას] მიგეღოთ კეთილი, პოზიტიური რჩევები და უკეთესი ყოფილიყო ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ როგორც ხელისუფლება იღებთ. გარიყულობა აქვთ მეცნიერებს, პროფესორებს. თუ შენნაირად არ ფიქრობს ადამიანი, მას არაფრის უფლება არ აქვს - დაახლოებით ასე ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლება. „ჩემები, ჩემნაირად მოფიქრალი ადამიანები, მხოლოდ იმათთან ერთად უნდა ვითათბირო, დანარჩენებმა უნდა გვაღიარონ“- ეს იწვევს აგრესიას“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×