
„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი.
მისი თქმით, შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება სპეციალური ეტლებისა და საჭირო დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სინდრომის მქონე პირებისთვის სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას ისედაც უზრუნველყოფს და ამ მიზნით წლიურად 3 მილიონ ლარს გამოყოფს.
„ამ ოჯახებს აქვთ მრავალი ყოველდღიური საჭიროება. გარდა წამლისა მათ სჭირდებათ სხვა დახმარებები, რომლებიც არის ოპერაციები, ადაპტირებული სკამები, ადაპტირებული მანქანები და ამ თანხას გამოიყენებენ სრულიად ამაში. ამასაც სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო არის უმოქმედო, ჩვენ ვერ დაველოდებით ამას, რადგან ამ ბავშვების მდგომარეობა ყოველდღიურად შეიძლება გაუარესდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.