რეზონანსი
23.05.2026

ირანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი არის მიღწეული. ახლაც კი, გარკვეული სამუშაო მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, არსებობს შანსი, რომ დღეს მოგვიანებით, ხვალ ან რამდენიმე დღეში „რაღაც სათქმელი ექნება“.

ამასთან, მისივე თქმით, ასე თუ ისე, ირანის საკითხი უნდა მოგვარდეს.

„ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჰორმუზის სრუტე გადასახადის გარეშე უნდა გაიხსნას. მათ უნდა გადასცენ თავიანთი გამდიდრებული ურანი, განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი. ჩვენ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ასევე, გამდიდრების საკითხსაც უნდა მივხედოთ. ეს პრეზიდენტის უცვლელი პოზიციაა და მისთვის უპირატესობას ყოველთვის საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარება წარმოადგენს. პრეზიდენტი ასეთი პრობლემების გადაჭრას ყოველთვის მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური შეთანხმების გზით ამჯობინებს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს პრობლემა ასე თუ ისე, აუცილებლად მოგვარდება. იმედი გვაქვს, რომ ეს დიპლომატიური გზით მოხდება,“ – აღნიშნა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×