რეზონანსი
23.05.2026

ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულუფლებიანი უნდა იყოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირში გაწევრიანების დასრულების მიზნით აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას აგრძელებს.

„უკრაინა იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თავისი დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც დიდი ხანია მშვიდობიანად ცხოვრობს, რომელიც იცავს ადამიანებსა და სიცოცხლეს, იცავს კულტურას და სწორედ ამ დაცვის წყალობით ჭეშმარიტად გლობალურ როლს ასრულებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის გარეშე სრულყოფილი ევროპული პროექტი ვერ იარსებებს.

„ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულყოფილი უნდა იყოს - სრულუფლებიანი და თანასწორი. კლასტერების გახსნა და მოლაპარაკებებში პროგრესი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×