რეზონანსი
23.05.2026

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ევროპამ და უკრაინის სხვა პარტნიორებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა კრემლს მოლაპარაკებების დაწყება აიძულონ. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ხელისუფლება სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით დაინტერესებული არ არის, რის გამოც უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

„საჭიროა, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება. არ ვფიქრობ, რომ კრემლი ამჟამად ომის დასრულებით არის დაინტერესებული და არც ის მგონია, რომ კრემლი და პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით არიან დაინტერესებული. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ვფიქრობ, ევროპამ და დანარჩენმა მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ. უკრაინის მხარდაჭერა – ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება, უნდა გაგრძელდეს. ეს ერთადერთი გზაა ჩვენს რეგიონში დასაბრუნებლად“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის ჰიბრიდული ომისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მან საფრთხეებს შორის კიბერშეტევები, საინფორმაციო მანიპულაციები, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების უკანონო დაფინანსება, ასევე დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების დაფინანსება დაასახელა.

„რუსეთი ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მზად ვიყოთ“, - აღნიშნა სანდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×