რეზონანსი
23.05.2026

35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მუხლს საკილას კისერში.

კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა. პოლიციამ საკილას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო.

15 მაისს,საკილას რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაედევნა და დააკავა, მაღაზიიდან ნივთის სავარაუდო ქურდობის გამო.

ადვოკატმა ჯონ ჯერარდ კალენმა, რომელიც მამაკაცის ოჯახს წარმოადგენს, განაცხადა, რომ საკილამ, სავარაუდოდ, მაღაზიიდან სუნამოს ბოთლი მოიპარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×