რეზონანსი
23.05.2026

ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ ლევან ახობაძის მიმართ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხეები, რაც სასამართლომ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ამ საფრთხეების არსებობა იყო იმ მოცულობით, რომ აუცილებელი იყო ლევან ახობაძისთვის პატიმრობის შეფარდება - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა. მისი თქმით, დღეს არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - ქრთამის აღება:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დაეთანხმა მოსალოდნელ საფრთხეებში და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ ლევან ახობაძის მიმართ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხეები, რაც სასამართლომ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ამ საფრთხეების არსებობა იყო იმ მოცულობით, რომ აუცილებელი იყო ლევან ახობაძისთვის პატიმრობის შეფარდება.

რაც შეეხება მოცემულ საქმეში მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ მტკიცებულებებთან მიმართებითაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე, ამას წარმოადგენს გარკვეულ პირთა გამოკითხვის ოქმები, მათ შორის, ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწერები და ა.შ. რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს, 

დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ნამდვილად ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, რაც არის ქრთამის აღება“, - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ახობაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 250 000 ლარის სანაცვლოდ, მეწარმეს საბაჟოზე ჩამორთმეული ორმოცი მილიონი რუსული რუბლის უკანონოდ დაბრუნებაში დაეხმარა, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×