
სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დუმილი დაარღვია - დიდძალი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა ლევან ახობაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებას ელოდა. დიდი ხანია მიდის ეს წარმოდგენა - თქვა პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილმა მოადგილემ.
„დიდი ხანია მიდის ეს წარმოდგენა. მე ვიცოდი. მოწმეებზე ზემოქმედება არ მომიხდებია, ისინიც სწუხან იმაზე, რაც მოხდა“, - განაცხადა ახობაძემ.
სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე სუს-მა გუშინ დილით დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა.
სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობსი ქრთამი მეწარმისგან სუს-ში საკუთარ კაბინეტში მიიღო. ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის. სუს-ის განცხადებით, ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც.