რეზონანსი
23.05.2026

საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამშრომელი ხაშურში საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს ქ. ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე, საკუთარ ავტომანქანაში თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×