
უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც და არანაირი განცხადება დანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია, რადგან ეს მათთვის მისაღებია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც დანიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ამის ფონზე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში მომიტინგეები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდნენ და ადმინისტრაციულ შენობებს არბევდნენ, ეს მიუღებელია ბრიუსელისთვის.
„ის, რასაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს ორმაგი სტანდარტია. რაც შეეხება დანიაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს შუა ქუჩაში ხელკეტებით გაუსწორდნენ, ეს კი რატომღაც ბრიუსელისთვის და დანიის ხელისუფლებისთვის არის მისაღები. მაშინ კი როდესაც „მოლოტოვის კოქტეილით“ საქართველოში მომიტინგეები პოლიციელებს წვავდნენ და ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია მიუღებელი იყო ბრიუსელისთვისა და დანიის ხელისუფლებისთვის.
უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც და არანაირი განცხადება დანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია, რადგან ეს მათთვის მისაღებია, რასაც დანია და სხვა ევროკავშირის ქვეყნები სჩადიან, როდესაც მომიტინგეებს ხელკეტებითა და ძაღლებით უსწორდებიან, მაგრამ, როდესაც ჩვენ რბილი ფორმითა და კანონის დაცვით ვახდენთ აქციის დაშლას, ეს რატომღაც მიუღებელია.
როდესაც ეს მათ ეხებათ და საკუთარ ქვეყანაში ხდება, ეს მისაღებია და რატომღაც ჩვენთვის მიუღებელია კანონის ფარგლებში პოლიციის მოქმედებები, მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს ორმაგი სტანდარტია. ან ის, რომ ევროკავშირის შემავალი ქვეყნები არიან და შესაბამისად დავალება აქვთ ეგეთი, ანუ კომენტარს და განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ სთეითის“ გავლენაა“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.