რეზონანსი
23.05.2026

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ, თბი­ლის­ში. წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთ-ერთს გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. ის სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ნან­სე­ბის გამო და­ი­წყო. „ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ­მა მუ­შებ­მა თან­ხა ვერ გა­ი­ნა­წი­ლეს, რა­საც კონ­ფლიქ­ტი და შემ­დეგ უკვე მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"ამბებისთვის" ცნო­ბი­ლი გახ­და მოკ­ლუ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, 47 წლის თა­მაზ ნა­კა­ში­ძეა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­მა­კაცს გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×