
დღეს, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე და "აფხაზეთობა" აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"დღეს, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველო "აფხაზეთობას" აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, 12:30 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო ΙΙΙ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს,"- აღნიშნულია განცხადებაში.