
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებულია 479 ათასი დოლარის ღირებულების 226 ტონა ლოკოკინა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იმავე პერიოდში ლოკოკინას ექსპორტი 54 ტონას შეადგენდა, 71 ათასი დოლარის ღირებულებით.
ლოკოკინების საექსპორტო ფასი გაიზარდა
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა საექსპორტო ფასიც. კერძოდ, შარშან იანვარ-აპრილში 1 კგ. ლოკოკინის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.3 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 2.1 დოლარამდეა გაზრდილი.
„მიმდინარე წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობა გაზრდილია 4-ჯერ (319%-ით), ღირებულება კი 7-ჯერ (576%-ით). ასევე გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასი 61%-ით.
2026 წლის მონაცემებით, ლოკოკინები ექსპორტირებულია თურქეთში (198 ტონა) და საფრანგეთში (28 ტონა). ლოკოკინას ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.