რეზონანსი
22.05.2026

ჩვეულებრივ, ქრომოსომის გაგონებაზე ლათინურ X მოდის გონებაში და კიდევ, ის, რომ ადამიანს 46 ქრომოსომა გააჩნია. ცენტრომერები X-ის ორი ძაფის შეერთების წერტილია. ისინი არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ დედა უჯრედმა მისი გენეტიკური ინფორმაცია თანაბრად გაუყოს მის ორ შვილეულ უჯრედს. ნორმიდან გადახრას, თითქმის ყოველთვის, სავალალო შედეგი მოჰყვება, - როგორც წესი, ავთვისებიანი გადახრები (კიბოს უჯრედები ანეუპლოიდიით ხასიათდება - მათი ქრომოსომების რაოდენობა მეტია ნორმალური უჯრედში არსებულ 46-ზე). ს. ნერგაძემ ათწლეულები მიუძღვნა ულტრათანამედროვე მეთოდებით ცენტრომერათა შესწავლას.

პროფესორის სახელს (უნივერსიტეტის გუნდთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად) უკავშირდება ძუძუმწოვართა სხვადასხვა სახეობაში აღმოჩენილი ფიქსირებული, ფუნქციონირებადი ცენტრომერები, რომლებიც არ შეიცავენ სატელიტურ დნმ-ს. წინათ მიაჩნდათ, რომ ცენტრომერების აუცილებელ ატრიბუტი სწორედ სატელიტური დნმ-ია (ერთმანეთის მიყოლებით მრავალჯერ განმეორებული სექვენსები). - ამ აღმოჩენამ ცენტრომერის ფუნქციონირებისთვის სატელიტური დნმ-ის „ერთადერთობისა და აუცილებლობის მითი დაამსხვრია". ეს მოჰყვა ჯერ ცხენის, შემდეგ კი, ვირის და სხვა სახეობების ცხოველთა გენომის სექვენირებას და ულტრათანამედროვე ChIP-Seq-ექსპერიმენტებს (ქრომატინის იმუნო-გამოლექვა ცენტრომერული ცილის, CENP-A-ს ანტისხეულებით და მომდევნო თაობის მეთოდით მისი სექვენსირება). მათ სამეცნიერო თანამეგობრობას მისცეს მძლავრი სამოდელო სისტემა ცენტრომერათა სამომავლო კვლევებისათვის. პროფესორის ექსპერიმენტული შედეგები სამეცნიერო Top-ჟურნალებშია გამოქვეყნებული და სწავლულთა აღიარებით სარგებლობს (Science 2009; Chromosoma 2015; Genome Research 2018; Int. J. Mol. Sci. 2022 და 2023; Commun Biol. 2023 და 2026, in press; RNA, 2025; Genome Biol. 2025; Cell Genomics 2026, in press).

„ცენტრომერა ქრომოსომათა ერთადერთი სტუქტურაა, რომლის კვლევა, ჯერჯერობით, ნობელით არ აღნიშნულაო" - აგულიანებს ლექციაზე სტუდენტებს. „ვეუბნები, მაგრამ მერე კინაღამ ვნანობ, - იმდენ სტუდენტს უნდა ცენტრომერათა ბიოლოგიაში დიპლომის დაცვა, რომ ყველას ვერ მივიღებ და, უარით გასტუმრებისას გული მიხდებაო ცუდად", განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა, - „აუცილებლად იქნება ნობელი ცენტრომერათა ბიოლოგიაშიც... და, ძალიან მალეც... ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ გამორიცხულია, არ იყოს!"

ამ დღეებში გამოდის მეცნიერებიდან მოსული მწერლის მეხუთე წიგნი „ხვალ მზე ამოვიდა" (გამომცემლობა „წიგნი+ერი", 2026, რედაქტორი გოგი სალიაშვილი). მისი პრეზენტაცია შედგება 30 მაისს 13:30-ზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, აკაკი წერეთლის 114 (კოკა-კოლას ტერიტორია), გამომცემლობა „წიგნი+ერის" პავილიონი.

წიგნების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა „წიგნი+ერში": თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, სართული 5, ბლოკი A517 www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com ტელ.: +995 571 13 12 11. „წიგნიერი" წიგნებს მოგაწვდით როგორც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე (ნამდვილად მოგაწვდით), ასევე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×