რეზონანსი
20.05.2026

ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა და როგორ მოხდება ქვეყანაში, სადაც არის უსამართლობა , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მან ისაუბრა 26 მაისის აქციაზე და განაცხადა, რომ დაგეგმილი არ არის „სპონტანურობა“ და რაც დაგეგმილია, „ვნახავთ“.

ფავლენიშვილის თქმით, ხალხი გაბრაზებულია, როდის ამოხეთქავს ბრაზი ან რა ფორმით, არ იცის.

„ყველა საპროტესტო აქციის წინ არსებობს მოლოდინები. აქციაში მონაწილეობს ათი ათასობით ადამიანი. როდესაც პათოსი და სულისკვეთება არსებობს, დამერწმუნეთ, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას თავისით. დაგეგმილი სპონტანურობა ხომ არ არსებობს, სპონტანურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ვითარება შეიძლება ვივარაუდოთ იმიტომ, რომ ადამიანები არიან გაწამებულები. სპონტანურობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უსამართლობა. ეს დაგეგმილი არ არის, თუმცა დაგეგმილი რაცაა, იმას ვიხილავთ 26 მაისს. მინდა, ეს ორი რამ განვასხვაო. ხალხი არის გაბრაზებული და როდის ამოხეთქავს ეს ბრაზი და რა ფორმით, არ ვიცი.

მთავარი რა არის იცით? „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ძალიან მკაფიო ხაზი, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ეგზისტენციალური საფრთხე ამ ქვეყნისთვის და ყველა საპროტესტო მოძრაობის, ყველა საპროტესტო გამოსვლის ყოველთვის სოლიდარული ვიყავით და 26 მაისთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობდა. ალიანსში რომ არ გვინდოდეს ყოფნა, დამერწმუნეთ, ძალით ვერავინ ვერ დაგაბამს და ვერც შეხვედრაზე ვერ წაგვიყვანს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 26 მაისის აქცია ხიფათის შემცველი არ იქნება, თუ ხელისუფლებამ ზონდერები არ მიაგზავნა ან აქცია არ დაარბია.

„ხელისუფლებას ადამიანები ჰყავს გაბოროტებული იმდენად აბსურდულ რეპრესიებს ატარებენ და ეს არის ხიფათის შემცველი, თორემ მშვიდობიანის აპროტესტო აქცია რომ დავგეგმო, ეს როგორაა ხიფათის შემცველი? ზონდერები თუ მომიგზავნეს და დამარბიეს, მერე შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენი მხრიდან არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის ძალადობა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×