
დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით, - განაცხადა ოპოზიციის პროპაგანდისტმა, კახა გოგოლაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები, რამაც აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია.
ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში პოლიტიკა შეიცვალოს და დონალდ ტრამპი იმპიჩმენტით გაუშვან.
„დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით და კარგად ვიცით ასევე, ტრამპის ამბიციები და მისი გამონათქვამები, რიტორიკა და ხშირ შემთხვევაში მოქმედება, რომ არ არსებობდეს ამერიკაში ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის - დამოუკიდებელი სასამართლო, კონგრესი, სენატი, რომლებიც წინ აღუდგება ძალიან ხშირად ტრამპის გადაწყვეტილებებს, ამერიკაში მოხდებოდა ძალიან სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა, დემოკრატიული უკუსვლა მოხდა ეხლა, რეიტინგები რომ ნახოთ ამერიკის რეიტინგები დაწეულია დემოკრატიული, მაგრამ მთლიანად ჯერ-ჯერობით ეს ვერ და არ მოხდა და ალბათ იმედია, რომ ვერ მოხდება იმიტომ რომ გასაგებია, რომ ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები და მისი ადმინისტრაციაც მის გარშემო არის მომართული ასიამოვნონ და მის გარშემო ტრიალებენ მისი ქვეშერმდომები.
ამერიკაში ჩვენ ვნახავთ რა მოხდება ნოემბერში და ეს პოლიტიკა შეიცვლება. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტს აუცილებლად იმპიჩმენტით გაუშვებენ, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ შეიძლება არა, იმიტომ რომ სენატში ძალიან ძნელია 2/3-ის დაგროვება. თორემ კონგრესი ნამდვილად დემოკრატიული იქნება მომავალ წელს უკვე. უბრალოდ დონალდ ტრამპს მოუწევს თავისი ავტორიტარული ამბიციების მოთოკვა,“- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.