რეზონანსი
20.05.2026

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ბრალის წაყენება ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, მიაღწიოს რეჟიმის შეცვლას კუბაში.

„ამერიკა არ შეეგუება მის სამშობლოდან სულ რაღაც ოთხმოცდაათი მილის დაშორებით ისეთი არაპროგნოზირებადი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც მტრულად განწყობილ უცხოურ სამხედრო, სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებს მასპინძლობს“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ კუნძული არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

94 წლის რაულ კასტროს ბრალდება, სავარაუდოდ, 1996 წლის ინციდენტს უკავშირდება. მაშინ კუბურმა გამანადგურებლებმა კუბელი ემიგრანტების ჯგუფის კუთვნილი თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×