რეზონანსი
20.05.2026

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

„მოსკოვის მუქარები ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია.

რუსეთი მარცხდება უკრაინის ბრძოლის ველზე და ცდილობს დაგვაშინოს, რათა უკრაინის მხარდაჭერა შევამციროთ.

სწორი პასუხი კი პირიქით მოქმედებაა: უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და ევროპის თავდაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“, - აღნიშნა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×