
იმპულსები მოდის ევროპიდან, რომ „ქართული ოცნების“ საქმე კიდევ უფრო გაუარესდება და ცდილობენ, პრევენციული დარტყმები მიიტანონ , - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ აფხაზავამ განაცხადა, რითაც დანიისა და ევროპელი ლიდერების მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას გამოეხმაურა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აფხაზავამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” რუსეთთან აქვს ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს და მათი განცხადებებიც სწორედ ამას ემსახურება.
„ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირში არ შევიდეს [საქართველო]. ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, რომ რაღაცები ისე გაეფუჭებინათ, რომ ჩვენ არ მიგვეღო, მაგრამ ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ნაბიჯები გადმოდგა. მერე დაინახეს, რომ ევროპა მაინც წინ დგას ნაბიჯებს. სავარაუდოდ რუსეთთან აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს. ასეთი ტიპის განცხადებები, ასეთი ტიპის შეურაცხყოფა, რომელსაც აყენებენ ევროპელ ლიდერებს ამას ემსახურება.
აბსოლუტურად სასაცილოა დანიაზე ლაპარაკი, მაგრამ მათ დანიაში დემოკრატიის ხარისხი კი არ ადარდებთ, აქ არის ორი ძირითადი ამოცანა, ერთი ის, რომ მათ საკუთარი დანაშაულებიდან აქცენტი გადაიტანონ სხვა საკითხებზე და მეორე, ისე გააღიზიანონ ევროპის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომ გარანტირებულად ყველანაირი ურთიერთობები შეჩერდეს.
საჯაროდაც ამბობდნენ, რომ დიქტატორებთან ხომ თანამშრომლობთ და მცდელობა ჰქონდათ, რომ ამით ნორმალიზება მოეხდინათ, თავისი პირობებით გაეგრძელებინათ საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. როგორც ჩანს ევროპის მხრიდან ამას ვერ აღწევენ. იმპულსები მოდის იქიდან, რომ მათი საქმე კიდევ უფრო გაუარესდება და ცდილობენ, რომ პრევენციული დარტყმები მიიტანონ. ძალიან კომიკურია რასაც ვუყურებთ, ქვეყანაში ადამიანის უფლებები საკანონმდებლოა დონეზე ფეხქვეშაა გათელილი“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.