რეზონანსი
20.05.2026

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.

მინისტრმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერები დაუტოვა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე მათ წარმატებები უსურვა.

20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.

საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია არსებობს. ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს სკოლები ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს აწყობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×