რეზონანსი
20.05.2026

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველო დამოუკიდებელი იქნება თუ სხვაზე დამოკიდებული.

მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

„ეს ჩვენ გვიკვირს, როგორ მისცა რადიკალური ოპოზიციას მორალმა საშუალება 26 მაისს აქცია დაეანონსებინათ, თუმცა მათთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. 26 მაისის თარიღთან მიმართებით რადიკალებს არანაირი განცდა არ აქვთ. დაანონსებული აქცია იქნება მორიგი წარუმატებელი მცდელობა ხალხის ქუჩაში პროტესტისთვის გამოსაყვანად. ამბობენ ხალხი აღელვებულია და სურთ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ. ასე რომ იყოს, ხალხი არასამუშაო დღეს კი არ დაელოდებოდა პროტესტის გამოსახატავად, არამედ გამოვიდოდნენ ქუჩაში და ღამეებს გაათენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეყოფა თვითშეგნება და არ აჰყვება პროვოკაციას.

26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა. ისტორიულად სხვა ქვეყნის მმართველებს კარს უღებდნენ მოღალატე თავადები, რომელთაც უცხოეთიდან მიღებული ჰქონდათ გამეფების ან ხელშეუხებლობის გარანტია. ეს ხდება ახლაც, უბრალოდ ფორმატია შეცვლილი.

რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათი ინტერესია თავად ჰქონდეთ ძალაუფლება და უცხოელმა პატრონმა უბოძოს რაიმე. დამოუკიდებელი იქნება საქართველო თუ დამოკიდებული, მათთვის სულ ერთია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×