რეზონანსი
20.05.2026

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, შიო მე­სა­მე სა­პატ­რი­არ­ქოს ეზო­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბილ­მა შლაგ­ბა­უ­მი და­ა­ზი­ა­ნა და ჭიშ­კა­რი შე­ან­გრია, სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ამ წუ­თებ­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III ზე­დაზ­ნის მო­ნას­ტერ­შია, სა­დაც ღირს იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლი­სა და მო­წა­ფე­თა მის­თა პა­რაკ­ლისს აღას­რუ­ლებს.

შსს-ს ცნო­ბით, "ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სის" მძღო­ლი, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს ეზო­ში შე­ვარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც უწყებაში, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

უც­ნო­ბია, რა გახ­და მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი.

პო­ლი­ცი­ი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×