რეზონანსი
20.05.2026

რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს.

„არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი ჩვენი კავშირის წინააღმდეგ მუქარაა. რუსეთი და ბელარუსი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები დრონებზე, რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა ამას ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხებს.

„გავაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებას ძლიერი კოლექტიური თავდაცვისა და ყველა დონეზე მზადყოფნის განმტკიცების გზით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×