რეზონანსი
20.05.2026

ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოება არ ენდობა, ამიტომ თათბირს დაესწრება „ნაცმოძრაობა“, კიდევ ერთხელ გამოააშკარავებენ საკუთარ დაპირისპირებას, თუ შეძლებენ და ერთობლივად გაართმევენ ამ ყველაფერს თავს, საბოლოო შედეგი არის ერთი, ეს არის საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა.

„რაც არ უნდა შეძლონ და ერთ მუჭა ადამიანებს თავი მოუყარონ, რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან იქნება კიდევ ერთი მცდელობა საკუთარ უცხოელ პატრონებს დაანახონ, თითქოს რაიმე ფორმით შესწევთ ძალა აქ საზოგადოების მობილიზების, სინამდვილეში ესეც ფუჭად ჩაივლის და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ აბსოლუტურ უუნარობას და ანტი ქართულ პოლიტიკას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×