რეზონანსი
20.05.2026

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მოსკოვი და პეკინი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე, საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ.

„ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, სამართლიანობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სულისკვეთებით ჩინეთსა და რუსეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამართლიანობის დაცვისა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირების საქმეში. რუსეთი და ჩინეთი ერთი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ“, - განაცხადა სი ძინპინმა პეკინში პუტინთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

მან აგრეთვე დასძინა, რომ 30 წლის განმავლობაში, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები გაძლიერდა და სტრატეგიული პარტნიორობა პიკში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×