რეზონანსი
20.05.2026

„ოპოზიციის ალიანსს“ ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვს, წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ, კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საღამოს ახალგაზრდები გამოიტყუონ“.

„ოპოზიციურ ალიანსს საფუძვლად უდევს „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი, რაც კიდევ საქართველოში შემორჩენილია, დაახლოებით 20 პროცენტი. დანარჩენი ალიანსი „ნაცების“ გარეშე რას წარმოადგენს? - არაფერს. გვარამიამ რა ხმა უნდა მიიღოს? გიჟი ცოლ-ქმარი რომ დარბის, რა გვარია, ჩერგო და მისი ქმარი, რა უნდა ქნან, ვის ატყუებენ? - ბელადი გაანაწყენეს. ეტყობა, ბელადი ამათ გაებუტა. ქართული საზოგადოებისთვის „რვიანები“, „ცხრიანები“ და თხუთმეტიანები ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება 26 მაისს, ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვთ. წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ. კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მათი ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოიტყუონ, პატრონებს ანახონ, დაგვაფინანსეთ, ხალხი გვყავსო. ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×