რეზონანსი
20.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.

მისი შეფასებით, აღნიშნული სამმართველო ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა, ვინაიდან, მისი ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მუდმივი ბილწსიტყვაობაა.

"მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. 

ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა. ასეთი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ მისი მუდმივი ბილწსიტყვაობაა, მათ შორის ღვინის შეურაცხყოფა, რომელიც ქართველისთვის საუკუნოვანი კულტურისა და სიწმინდის ნაწილია!" - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×