რეზონანსი
20.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს, ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს. პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×