რეზონანსი
19.05.2026

 "საბოლოოდ, ადამიანს არც ფული მიჰყვება, არც გავლენა, არც ძალაუფლება... სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს" - კახა კახიშვილი

პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა თა­ვი­დან­ვე იცო­დეს სი­მარ­თლე - თა­ნამ­დე­ბო­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია, ყალ­ბი დი­დე­ბა დრო­ე­ბი­თია და ბო­ლოს მხო­ლოდ შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი წერს.

ამ თე­მა­ზე კა­ხიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ პოსტზე აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლაა არა ის, რამ­დენ ადა­მი­ანს ეში­ნია შენი, არა­მედ ის რამ­დენს უყ­ვარ­ხარ გულ­წრფე­ლად.

კა­ხიშ­ვი­ლი წერს იმა­საც, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ანს სა­ხელს არა თა­ნამ­დე­ბო­ბა, არა­მედ ნა­მუ­სი, სინ­დი­სი და კა­ცო­ბა უნარ­ჩუ­ნებს.

"პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან რთუ­ლი გზაა... გზა, სა­დაც ხში­რად ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი სი­ტყვე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­შის ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე თბი­ლი ღი­მი­ლის უკან - ცივი ან­გა­რი­ში, ხოლო ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი ერ­თგუ­ლე­ბის უკან - ჩუმი ღა­ლა­ტი იმა­ლე­ბო­დეს.

შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რო... ერ­თად იბ­რძო­დეთ, ერთ იდე­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეთ და გე­გო­ნოს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შენი ოჯა­ხი არი­ან... მაგ­რამ დრო გა­დის და ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ ბევ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან, გავ­ლე­ნას­თან და ინ­ტე­რე­სებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ადა­მი­ანს თა­ნამ­დე­ბო­ბა, ძალა და გავ­ლე­ნა აქვს, მის ირ­გვლივ ყო­ველ­თვის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებს - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი... ყვე­ლას უნდა შენ­თან ყოფ­ნა, შენს გვერ­დით დგო­მა, რად­გან დღეს ეს პრეს­ტი­ჟი და პა­ტი­ვია. მაგ­რამ დრო ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს არ­ქმევს... და როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბა ან გავ­ლე­ნა ქრე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნიც ისე იკარ­გე­ბა, რო­გორც ჰა­ერ­ში ჩამ­ქრა­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტი.

ეს მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეხე­ბა და არც მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ას... წლე­ბი გა­დის, სა­ხე­ლე­ბი იც­ვლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის მძი­მე ბუ­ნე­ბა თით­ქმის უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხში­რად ისევ და ისევ იგი­ვე გზის გავ­ლა უწევს. და სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, ეს ისე­თი წრეა, რომ­ლის სრუ­ლად შეც­ვლაც ალ­ბათ არც ერთ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია.

არც კორ­ტეჟე­ბი მიჰ­ყვე­ბა ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე, არც დაც­ვა, არც გავ­ლე­ნა... ხში­რად ყვე­ლა­ზე გულ­წრფელ თა­ნად­გო­მას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იღებ, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არც კი იც­ნობ­დე.

რო­გორც სოკ­რა­ტე ამ­ბობ­და - "ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ადა­მი­ა­ნი მა­შინ შე­იც­ნო, როცა მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს". ამი­ტომ პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა თა­ვი­დან­ვე იცო­დეს სი­მარ­თლე - თა­ნამ­დე­ბო­ბა დრო­ე­ბი­თია. ძა­ლა­უფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია. ყალ­ბი დი­დე­ბა დრო­ე­ბი­თია და ბო­ლოს მხო­ლოდ შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე რჩე­ბა. რამ­დენ ადა­მი­ანს გა­უ­მარ­თე ხელი, რამ­დენს და­ეხ­მა­რე მა­შინ, როცა ამის ძალა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გქონ­და. რად­გან თა­ნამ­დე­ბო­ბა ღმერ­თის­გან მო­ცე­მუ­ლი დრო­ე­ბი­თი გა­მოც­დაა. ის არ გაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნებ­ზე მაღ­ლა დად­გე - ის მხო­ლოდ გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფრო მეტი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თო. და ყვე­ლა­ზე დიდი ძალა არა ის არის, რამ­დენ ადა­მი­ანს ეში­ნია შენი... არა­მედ ის, რამ­დენს უყ­ვარ­ხარ გულ­წრფე­ლად.

სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ანს არც ფული მიჰ­ყვე­ბა, არც გავ­ლე­ნა, არც ძა­ლა­უფ­ლე­ბა... ადა­მი­ანს მხო­ლოდ ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბი მიჰ­ყვე­ბა და ბო­ლოს დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ ერთი კი­თხვა: როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა გქონ­და რამ­დე­ნი სი­კე­თე და­ტო­ვე შენს შემ­დეგ?! რად­გან სა­ბო­ლო­ოდ სა­ხელს არა თა­ნამ­დე­ბო­ბა, არა­მედ ნა­მუ­სი, სინ­დი­სი და კა­ცო­ბა უნარ­ჩუ­ნებს", - წერს კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×