რეზონანსი
19.05.2026

ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დრო არ არის, - ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

ევროკომისარი ვალდის დომბროვსკისი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამოეხმაურა.

„ევროკავშირის გადმოსახედიდან, არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით. შესაბამისად, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა, რომ ხაზინის დეპარტამენტმა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია კიდევ ერთხელ გამოსცა, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.

ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა პირველად 12 მარტს გამოსცა, ხოლო გასულ თვეში აშშ-მა რუსული ნავთობის შესაძენად ლიცენზიის ვადა დამატებით 30 დღით, 16 მაისამდე გაახანგრძლივა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×