რეზონანსი
19.05.2026

თე­ლავ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ა­ში მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მოჰ­ყვნენ, რომ­ლებ­საც ბოლო ზარი ჰქონ­დათ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვა­ზი­სუბ­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. და­შა­ვე­ბუ­ლია ერთი მშო­ბე­ლიც. შემ­თხვე­ვა სო­ფელ წი­ნან­დალ­თან მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ­მა „გოლ­ფის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­თე­ბის ბოძს შე­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი­რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

ად­გილ­ზე პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო და სა­ხან­ძრო ჯგუ­ფე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×