რეზონანსი
18.05.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შეკრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული აქციის მიზანი უცხოელი დამკვეთებისთვის საკუთარი რაოდენობის ჩვენებაა.

მისი შეფასებით, აქციის მონაწილეები წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სრულად გაემიჯნენ ქვეყნის მთავარ ეროვნულ ფასეულობებს.

"ჩვენ ვიცით, რა არის ამ შეკრების მიზანი - თვითონაც წამოსცდათ საჯაროდ, რომ მიზანია, მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ, აჩვენონ, რომ საკმარისი რაოდენობა არიან და ასრულებენ მათ დაკვეთას.

მეორე მხრივ, ვიცით, რას ნიშნავს ეს რეალურად - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანებისა, ის 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს.

ჩვენ ამ ხალხს - 4 ოქტომბრის გადამტრიალებლებს - ვხედავთ ყველგან, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ. ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნისას.

არის ქვეყანა, საზოგადოება, მისი განვითარების ისტორიული გზა და მომავალი ხედვა, და გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის ელჩებთან, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, ეკლესიებში და რეგიონში საკუთარ ხალხთან ერთად," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×