რეზონანსი
18.05.2026

სამეცნიერო წრეების გარეთ მას როგორც მწერალს უფრო იცნობენ ვიდრე მეცნიერს. პროფ. ნერგაძის ნაშრომები მოლეკულური ბიოლოგიაში გამოქვეყნებულია მაღალი და უმაღლესი რეიტინგების საერთაშორისო ჟურნალებში.

მან, იტალიის ქ. პავიას უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, პირველმა დაადგინა, რომ ტელომერაზა (უჯრედის „უკვდავობის" შემოქმედი ცილა, რომლის ძირითადი ფუნქცია ქრომოსომათა დაბოლოებებზე, ანუ ტელომერებზე „ზრუნვაა") მონაწილეობს დნმ-ის ორმაგძაფიანი წყვეტების რეპარაციაში და „ბადებს" ე. წ. ინტერსტიციალურ ტელომერულ საიტებს (Chromosoma, 2001; Genome Res. 2004; Genome Biol. 2007; Cytogenet. Gen. Res. 2008; Int J Mol Sci. 2020 2021). თანამშრომლებთან ერთად მან პირველმა აღმოაჩინა ტელომერების ტრანსკრიპციაზე პასუხისმგებელი პრომოტორები (RNA, 2009, 2025; Frontiers in oncol. 2013a, 2013b; Int J Mol Sci. 2018). ფართო რეზონანსი აქვს მის შედეგებს მიტოქონდრიული სექვენსების ევოლუციისა (PNAS, 2012) და მიტოქონდრიული დნმ-ის ფრაგმენტების გენომურ დნმ-ში „ჩაკერების" მექანიზმების კვლევების მიმართულებით (Anim. Genet. 2010).

პროფ. ს. ნერგაძემ ათწლეულები მიუძღვნა ულტრათანამედროვე, უმაღლესი დონის წარმატებულ კვლევებს ცენტრომერათა ბიოლოგიაში (მათ ახლო მომავალში გაგაცნობთ).

სტამბაში ჩაშვებულია და მალე გამოვა მწერლის მეხუთე წიგნი „ხვალ მზე ამოვიდა" (ციკლი „ემიგრანტის ჩანაწერების").

მისი წიგნების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა „წიგნი+ერში": საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, სართული 5, ბლოკი A517 www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com

ტელ.: +995 571 13 12 11. წიგნებს მოგაწვდიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში.

მალე მის წიგნებს შეიძენთ თბილისის წიგნის ფესტივალზე, „წიგნი+ერის" პავილიონში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×