რეზონანსი
18.05.2026

საქართველოც, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები, - განუცხადა ჩინეთში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის ინტერესის სფეროში შედის.

„საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩინეთთან ურთიერთობებს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესების სფერო - მთელი მსოფლიო მიისწრაფვის ჩინეთისკენ. როგორც კი განვითარდება სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებების პროცესში როგორც კი გადავა ის მძიმე სიტუაცია, რაც მსოფლიოშია, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის. საქართველოც, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბოლო 20 წელიწადში პირველად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით, ჩინეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×