რეზონანსი
18.05.2026

ოჯახი ამტკიცებს, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ. ტვ პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებული ახალშობლის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადმოყვანა თბილისში, "იაშვილის კლინიკაში" გახდა საჭირო.

დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩვილს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს.

მშობლების ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა და ტრავმის მიუხედავად ჩვილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა.

ირკვევა, რომ ახალშობილი კლინიკაში რესპერატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე გადაუღეს, აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებულია. 

ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს. 

წყარო: ტვპირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×