რეზონანსი
18.05.2026

26 მაისს არანაირი გეგმა არ აქვთ, მომდევნო შეკრება 1-ელ სექტემბერს ექნებათ, შემდეგ ახალ წელს ან აღდგომას დაასახელებენ, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას გეგმა არ აქვს.

„რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რადიკალებს არანაირი გეგმა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან მწყობრი გაერთიანება არ არის, რომელიც შეიძლება, სერიოზული ნაბიჯის გადადგმისკენ ისწრაფვოდეს. რაც ვთქვი, ერთი-ერთში გაიმეორა ზურა ჯაფარიძემ, რომ ჯერ აქაურ მომხრეებს უნდა დაანახონ, რომ მკვდრები არ არიან და შემდეგ უცხოელ პარტნიორებს. ვთქვი და გაიმეორა. არ ვიცი, მომისმინა თუ არა, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია ხოლმე. მათ სერიოზულის დაგეგმვა არ შეუძლიათ, მათი მიზანია, მომხრეებს დაანახონ, რომ მართლა მკვდრები არ არიან. შემდეგ კი, პარტნიორებს აჩვენონ, რომ ცოცხლები არიან, რათა მათ დაფინანსებისა და დახმარების ძალისხმევა არ შეწყვიტონ. აქციების აგორებას როცა აპირებდნენ, ხალხთან მწყობრი მოსაზრებით კი არ მივიდნენ, არამედ ყოველ ორშაბათს აანონსებდნენ, რომ გეგმას წარმოადგენდნენ, მაგრამ ორშაბათი როცა მოვიდოდა, ახალ გეგმაზე ვმუშაობთო. 26 მაისის აქციაც ასეთია, არანაირი გეგმა არ აქვთ. 26 მაისს რაღაც რაოდენობა შეიკრიბება, მაგრამ მისი დასასრული იქნება, რომ 26 მაისს პირველი ნაბიჯი გადადგეს, შემდეგი შეკრება 1-ელ სექტემბერს იქნება, შემდეგ ახალ წელს ან აღდგომას დაასახელებენ. მათ გეგმა არ აქვთ და არც შეიძლება, დაგეგმონ. როგორ შეიძლება, რაიმე დაგეგმო, როცა ხალხი მასიურად არ გიჭერს მხარს?“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×