რეზონანსი
18.05.2026

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული.

„ათობით კილომეტრი გაიარა შვილის ციხეში მოსანახულებლად. სხვათა შორის, სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ფული დახარჯა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად“, – წერს ბრეიზა.

ამასთან, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის დედას თავს ესხმიან. როგორც კშიშტოფ ბრეიზა აღნიშნავს, ეს ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდია.

„რატომ ესხმიან თავს სააკაშვილის დედას? ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდი, რომელსაც „რასია ტვ“-სა და Kurwizja-ზე იყენებენ პოლიტიკური ოპონენტის წამების მიზნით. გარდა ამისა, იმ სოფლებში, სადაც „იმედის“ მაუწყებლობა ვრცელდება, ქართველები მუდმივად ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, სადაც მთავარი მტერი სააკაშვილია“, – წერს ბრეიზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×