რეზონანსი
18.05.2026

მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტ ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებმა ტორტი ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძინეს. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტის, „ოვენის“ სასწრაფო შემოწმებას ვითხოვთ. აღნიშნულ ობიექტში ნაყიდი ტორტის ჭამის შემდეგ 6 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1 ბავშვი) სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა“ - აცხადებს ნარმინ საფაროვა.

ტორტის ნაწილს, რომელიც შენახულია, ლაბორატორიულ კვლევაზე წარადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×